ევროპაში ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი შესაძლოა, გაზაფხულზე გაიზარდოს

ევროპის კონტინენტზე ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი შესაძლოა, გაზაფხულზე გაიზარდოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპას აფრთხილებს.

მას მერე, რაც ზიკას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტიც დაფიქსირდა, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოსახლეობას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან თავის დაცვას ურჩევს.

ვირუსის დასამარცხებლად ბრაზილიის პრეზიდენტმა დღეს ეროვნული მობილიზაციის დღე გამოაცხადა, რომლის დროსაც ასობით სამხედრო მწერებთან ბრძოლის სამუშაოს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისაკადრო ცვლილებები ბაღების სააგენტოში – მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან კავშირს გამორიცხავს