ევროპაში კი არა, რუსეთშიც აღარ მიგვიღებენ – ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ევროპაში კი არა რუსეთშიც არ მიიღებენ.

„პატივცემულო საზოგადოება!

სანამ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრობთ და ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვთ, ვიღაცა ბენზინის კონტრაბანდას „აიასნებს“, ვიღაცა „უშვებს“, ვიღაცას „სტრელკები“ უჩაზე გადააქვს და ა.შ.

ევროპა კი არა, რუსეთშიც აღარ ხდება ეგეთები. იქაც აღარ მიგვიღებენ…“, – წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშისურამის გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – დაშავდა 3 ადამიანი
შემდეგი სტატიაპენტაგონი სევეროდონეცკის ბრძოლების შესახებ