ევროპარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების ზრდას მხარი დაუჭირა

ევროპის პარლამენტმა უკრაინის საჭიროებისთვის ევროპაში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების ზრდას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამის პროექტს 446-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 112-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა, 67-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, ახლა, პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რასაც ივლისში კიდევ ერთი კენჭისყრა მოჰყვება.

საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტი (ASAP) უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებას და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარებას ისახავს მიზნად მარაგების შევსებაში.

banner
წინა სტატიაშივიღაცა სანქციას რომ მადებს, არის კომედია, ტრაგიკომედია… უკრაინა სანქცირებული კი არ არის, განადგურებულია უკვე – კვარაცხელია
შემდეგი სტატიაპრემიერი-ევროპელ ლიდერებს ვუთხარი,რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი,წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა,ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან