ევროპარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საბრძოლო მასალისა და რაკეტების ევროპული წარმოების გაზრდის შესახებ. ევროკომისიამ კანონპროექტი 2023 წლის 3 მაისს წარადგინა და იმავე თვეში ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ გადაუდებელი პროცედურის დაწყებაზე კანონპროექტის მიღების დასაჩქარებლად.

ევროპარლამენტის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტიან ბუშოიმ (EPP, რუმინეთი) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

“დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, მიმდინარე რუსეთის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ეს არის ევროპისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გამარჯვება. პარლამენტი ახლა მზად არის მოლაპარაკებებისთვის საბჭოსთან და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას” – განაცხადა ბუშოიმ.

კანონპროექტი 446 ხმით მიიღეს, 67 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 112-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტარები დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის საბჭოსთან, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან ივლისში პლენარულ სხდომაზე.

ამავდროულად, ევროპარლამენტარები მუშაობენ ევროპის თავდაცვის სამრეწველო გაძლიერებაზე საერთო შესყიდვების აქტის (EDIRPA) მეშვეობით, რათა მხარი დაუჭირონ წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის შესყიდვების ფაზაში და შეავსონ ყველაზე გადაუდებელი და კრიტიკული ხარვეზები.

ცნობისთვის, მარტში საბჭომ დაამტკიცა გეგმა უკრაინას შემდეგი 12 თვის განმავლობაში მილიონი ტყვია საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ. გეგმა მოიცავს: საარტილერიო ჭურვების გადატანას ევროკავშირის ქვეყნების არსებული მარაგებიდან, ერთობლივ შესყიდვებს თავდაცვის კომპანიებისგან და ინვესტიციებს სამრეწველო ობიექტებში.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ახლა უკრაინას მიაწოდეს 220 000 ტყვია, სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა და 1300 რაკეტა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: „საქართველოში პრორუსი ადამიანი არ არსებობს“
შემდეგი სტატიაპოლონეთი და ნიდერლანდები მზად არიან, F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყონ