ევროპარლამენტარი: ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო საქართველოს მოქალაქეების ჩართულობა მეორე ტურში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ურყევ სურვილს, მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მათ ცხოვრებას ეხება, – ამის შესახებ ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ინა სევაიდერმა საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტურის დროს წინასაარჩევნო კამპანია იყო კონკურენტული, ის არ იძლეოდა ერთიან და თანასწორ შესაძლებლობებს სხვადასხვა მხარეებისთვის.

„არ იყო თანაბარი ხელმისაწვდომობა კამპანიის დაფინანსებაზე, დანახარჯების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩვენ ასევე ვნახეთ უამრავი ქალის მყარი გადაწყვეტილება, ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესის კარგად ჩატარებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ქალებს. მათ ძალიან კარგად იმუშავეს საარჩევნო უბნებზე. მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარემ, ასევე ევროპარლამენტის სახელით. ბევრ მისიაში მიმიღია მონაწილეობა და ჩემთვის პატივია, რომ თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მაქვს.

ევროპარლამენტი არის ერთადერთი პირდაპირ არჩეული ორგანო ევროკავშირში და ის წარმოადგენს დაახლოებით 500 მილიონ ევროპელ მოქალაქეს და მისი მიზანია დემოკრატიის განმტკიცება მთელ მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი საშუალება არის არჩევნებზე დაკვირვება“, – განაცხადა სევაიდერმა.

banner
წინა სტატიაშიგეგელია – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს და სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს
შემდეგი სტატიაეუთოს მისიის ხელმძღვანელი: განვრცობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე