ევროკომისარი გიუნტერ ეტინგერი აცხადებს, რომ თურქეთი 2016 წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს

ევროკომისარი გიუნტერ ეტინგერი აცხადებს, რომ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას ამჟამად ევროპარლამენტი განიხილას. თუმცა მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულაციას მიმდინარე წლის ბოლომდე არ მივიღებთ”, – განაცხადა ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ეტინგერმა, რომელიც ანგელა მერკელის მოკავშირედ მიიჩნევა.

თურქეთისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას ანკარასა და ბრიუსელს შორის მარტში გაფორმებული მიგრაციული შეთანხმება ითვალისწინებს.

ევროკომისარმა ანკარაში ადამიანების უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილი ვითარება გააკრიტიკა. “შეუძლებელია, რომ თანამდბეობიდან გათავისუფლდეს ათასობით მოსამართლე, რომელიც მთავრობას არ მოსწონს. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი შენაძენია”, – აღნიშნა ეტინგერმა

ამასთან, ეტინგერი მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა ევროპულ ღირებულებებთან შუთავსებელია. “სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან და ჩვენს ხელშეკრულებებთან. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუკი ის სიკვდილით დასჯას იყენებს”, -აღნიშნა ევროკომისარმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
შემდეგი სტატიაედუარდ პაპანიანს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა