ევროკავშირმა “მწვანე შუქი” მისცა ევროპის პროკურატურის შექმნას

ევროკავშირმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უწყების შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის და საგადასახადო მაქინაციების ფაქტებს. ევროპული პროკურატურის შექმნის საკითხი წლების განმავლობაში დისკუსიის საკითხს წარმოადგენდა. 12 ოქტომბერს ევროკავშირის 20 სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრმა ხმა მისცა ახალი უწყების შექმნას, რომელიც მუშაობას 2020 წლიდან დაიწყებს და რომლის ცენტრალური ოფისი ლუქსემბურდში განთავსდება. ინფორმაციას ავრცელებს გერმანული რადიოს “დოიჩე ველეს” საინფორმაციო პორტალი.

banner
წინა სტატიაშიიუნესკოს ახალი ლიდერის ვინაობა მე-4 ტურშიც ვერ გამოვლინდა
შემდეგი სტატია“სკამების ომი” ბარსელონას ქუჩებში |ვიდეო|