ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები რუსეთს სანქციებს გაუგრძელებენ

ბიბისი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ რუსეთისათვის სანქციების გაგრძელება აუცილებელია – ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს.
“დღეს მინისტრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ბევრმა მათგანმა, შესაძლებელია ყველამ, აღნიშნა ის ფაქტი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ მინსკის ხელშეკრულების შესასულებლად, მაგრამ ჯერაც შორს ვართ სრული იმპლემენტაციისგან” – განაცხადა მოგერინმა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულუკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაზე “ნოლოვანი” ზეგავლენა აქვს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე პარკირებული მანქანები
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს სახელით” თავდასხმის ინსცენირებაში მასწავლებელი დაადანაშაულა