საფრანგეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს სახელით” თავდასხმის ინსცენირებაში მასწავლებელი დაადანაშაულა

საფრანგეთის პოლიციამ

საფრანგეთის პოლიციამ "ისლამური სახელმწიფოს სახელით" თავდასხმის ინსცენირებაში მასწავლებელი დაადანაშაულასაფრანგეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს სახელით” თავდასხმის ინსცენირებაში მასწავლებელი დაადანაშაულა

საფრანგეთის პოლიცია მასწავლებლის სიტყვებს ტყუილად მიიჩნევს უცნობის მიერ თავდასხმასთან დაკავშირებით, თითქოს ისლამური სახელმწიფოს მომხრე საკანცელარიო დანით დაესხა და დაჭრა – ამის შესახებ ბრიტანული ტელე-არხი ITV იტყობინება. სამართალდამცველების ვერსიით, არანაირ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.

მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ თავს დაესხნენ, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.
ამასთანავე, მასწავლებლების თქმით, ის საკლასო ოთახს ამზადებდა გაკვეთილისთვის, როცა მასთან მამაკაცი მივიდა ყვირილით “ეს ისლამური სახელმწიფოა და ეს გაფრთხილებაა” და კისერსა და გვერდში დაჭრა. მასწავლებელმა დაამატა, რომ თავდამსხმელი გაიქცა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 14 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ სამი თვით საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები რუსეთს სანქციებს გაუგრძელებენ
შემდეგი სტატიანიჭიერის სპეციალური ჟიურია შალვა ნათელაშვილი