ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება – გამომდინარე აქედან, ყველაფერს უნდა ველოდოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთ! – ბოჭორიშვილი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში – გამომდინარე აქედან, ყველაფერს უნდა ველოდოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთ! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი სჭირდება და ხელისუფლება დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში ძალისხმევას აგრძელებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც საქართველოს სჭირდება.

აქვე მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიისთვის გამკლავება უწევს.

„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ლობირებენ და ისეთ პოზიციებს აჟღერებენ, რომელიც დღეს საქართველოს ინტერესებში არ შედის. არ არის აუცილებელი პირდაპირ თქვა: – არ მიანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი! შეიძლება ყველაფერი თქვა იმისთვის, რომ ეს ასე გაკეთდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ეს გვესმის, ამის მცდელობები არის, რაც ძალიან სამწუხარო და გაუგებარია.

ერთადერთი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ვისაც კი სადმე ხმა მიუწვდება, არის ის, რომ მაქსიმალურად აჩვენონ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსს 100%-ით იმსახურებს. რა თქმა უნდა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ გვეცოდინება, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ევროპელ პარტნიორებს ავუხსნათ, თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას. კარგად იცით, რომ საზოგადოების 80%-ზე ბევრად მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს უნდა იცოდეს არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპულმა საზოგადოებამ.

საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის პროცესის შეუქცევადობა უზრუნველეყო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ მზად არიან, ჩვენი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ – დუდა
შემდეგი სტატიაკობახიძე პასუხისმგებლობას ოპოზიციას ვერ აკიდებს – ამ პროცესზე მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება – საბო