სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია – რუსი სენატორი

რუსი სენატორი, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის “მთავარ უცხოელ აგენტს” უწოდებს. ის გამოეხმაურა 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ კობახიძის მიერ პრეზიდენტის ღალატში დადანაშაულებას.

“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია, რომელიც დიდი ხანი და გაცნობიერებულად მუშაობს ქვეყნის საგარეო ძალების დამორჩილებისთვის. ამ მიზეზით ის ეწინააღმდეგება უცხოელი აგენტების კანონს. ეს კანონი თავისი შინაარსით თავად მას ეხება, თავისი ვექტორით კი მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული,” – წერს პუშკოვი Telegram-ზე.

banner
წინა სტატიაშივინმე დაგრჩათ პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში? – მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიაქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს – წილოსანი