ევროკავშირის ლიდერები რუსული ოქროს სანქციების სიაში შეტანას გეგმავენ

ევროკავშირის ლიდერები აპირებენ, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააგრძელონ, მათი ახალი სამიზნე რუსული ოქროა – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების დოკუმენტის პროექტში, ოქრო იმ აქტივებს შორისაა, რომელიც შესაძლოა, სამიზნე იყოს სანქციების მომდევნო რაუნდში.

24 თებერვალს, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო სანქციების ექვსი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რამდენიმე სექტორი, მათ შორის გაზი, ძირითადად ხელუხლებელი რჩება, რადგან ევროკავშირის მთავრობები თავს არიდებენ ამ ზომებს, რომლებმაც შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს საკუთარი ეკონომიკა, ვიდრე რუსეთის. ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა 23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. სამიტის პროექტის თანახმად, „გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, მათ შორის მათი გაძლიერება და გვერდის ავლის თავიდან აცილება“

ოქრო გადამწყვეტი აქტივია რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, რომელსაც დასავლური სანქციების გამო საზღვარგარეთ არსებულ ზოგიერთ აქტივზე წვდომა შეეზღუდა.გამოცემის ცნობით, გასულ კვირას ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზე ევროკავშირში დანიის ელჩის წარმომადგენელმა თქვა, რომ შემდგომი სანქციები შეიძლება, მოიცავდეს ოქროს.

ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, დააჩქარონ უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსება და გაითვალისწინებენ 9 მილიარდ ევრომდე ახალ გადაუდებელი დახმარების ფონდს, რომელსაც კომისია უახლოეს მომავალში წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ჩვენ მზად ვართ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც გავაგრძელოთ მსჯელობა
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა