ევროკავშირის ანგარიში: აღსანიშნავია თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების დიდი რაოდენობა

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედებები უვიზო მიმოსვლის გამოწვევების მოსაგვარებლად. განსაკუთრებით, აღსანიშნავია თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების დიდი რაოდენობა, – წერია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ, 2020 წლის განმავლობაში, ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.

„ევროკომისიამ, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა უწყებებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთად იმუშავეს არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევების შესამცირებლად, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას. ეს მოიცავს საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ“ – აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ შეიმუშავა კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან და დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. დოკუმენტში აღნიშნულია წესები და პროცედურები, რომელიც ქვეყანაში შემომსვლელ და საქართველოდან გასვლის ნორმებს ადგენს და რომელიც 2021 წლის იანვარში ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაში„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება“
შემდეგი სტატია8 მლნ ლარის ერთჯერადი ხელთათმანების ტენდერში გამყრელიძის შვილის კომპანიამ გაიმარჯვა