ევროკავშირი უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმებას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმებას სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ დოკუმენტში.

„კანონმდებლებისთვის შეთავაზებულია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ბრიუსელში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველოსთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ დაწესდება, რაც ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებულ პროცედურას შემოიღებს.

აღნიშნული მექანიზმის თანახმად, თუ მესამე ქვეყანა ბოროტად იყენებს ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებულ შეღავათებს, ბრიუსელი მისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ავტომატურ რეჟიმში შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო შედეგი არ უნდა დადგეს
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო