ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ნიდერლანდის რეფერენდუმის შედეგების გამო გადადეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 27, 2016 15:18

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ნიდერლანდის რეფერენდუმის შედეგების გამო გადადეს

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი, რომელიც 19 მაისს იყო დანიშნული, გაურკვეველი დროით გადაიდო – ამის შესახებ დღეს უკრაინული მედია ავრცელებს ევროკავშირში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
“ამაზე გავლენა იქონია ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ შექმნილმა გაურკვეველმა მდგომარეობამ” – განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ, რომლის თქმითაც, სავარაუდოა, სამიტის შემოდგომაზე ჩატარება.

21 მარტს ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, კიევში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. მან თქვა: “ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უკრაინის ერვოკავშირთან ასოცირების რეტიფიცირება მოახდინა. ნიდერლანდმა სავარაუდო რატიფიცირება გააკეთა, ამიტომ, ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდა”.
12 აპრილს ნიდერლანდებში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებაზე 61%-ით უარი განაცხადა. რეფერენდუმს საკონსულტაციო ხასიათი ჰქონდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 27, 2016 15:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics