ევროკავშირი უკრაინას 600 მლნ ევროს 20 მაისამდე გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონ ევროს 20 მაისამდე გადასცემს, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა, დანა სპინატმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური პროგრამისთვის აუცილებელია.

“გუშინ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მეორე პაკეტისთვის. მეორე ნაწილი 600 მილიონ ევროს შეადგენს. თანხის პრაქტიკული გადახდა, კი 20 მაისამდეა მოსალოდნელი”, – განაცხადა დანა სპინატმა.

banner
წინა სტატიაშიხაზინის ქურდის, გიგი უგულავას, ბოლო დროს კიდევ უფრო გამძაფრებული ყალბი ემოციები ნათლად მიუთითებს თუ რა აგონიაშია სააკაშვილის ომისა და ღალატის სექტა – აბაშიძე
შემდეგი სტატიაფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი – სტოლტენბერგი