ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი – სტოლტენბერგი

ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და შემდგარი დემოკრატია, ამიტომ მას თბილად მიესალმებიან ნატოში – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსი პატივს სცემს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოს ღია კარის პოლიტიკას კიდევ ერთხელ ადასტურებს და რომ ფინეთის გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი

ნატოს ხელმძღვანელის განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ლავროვის უწყებამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც დაიმუქრა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთის მიერ საგარეო კურსის ასე რადიკალურად შეცვლამ შესაძლოა მის საზღვრებთან სამხედრო დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინას 600 მლნ ევროს 20 მაისამდე გადასცემს
შემდეგი სტატიააფეთქებებია ამ წუთებში ხარკოვის ოლქში