ევროკავშირი თურქეთზე ზეწოლას აძლიერებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2016 15:24

ევროკავშირი თურქეთზე ზეწოლას აძლიერებს

ევროკავშირი თურქეთზე ზეწოლას აძლიერებსევროკავშირის მორიგ სამიტზე, რომელიც 17-18 მარტს გაიმართება, ევროპის ქვეყნები საემიგრაციო კრიზისის დარეგულირების სტრატეგიაზე ისაუბრებენ – ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები დღეს შეთანხმდნენ. შემუშავებული სტრატეგიიდან გამომდინარე გადაწყდება მორიგი ორიენტირები და გადაწყვეტილებები – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამიტის შედეგებს ეხება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნავენ, რომ ანკარას მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის ნაწილია, თურქეთიდან და საბერძნეთიდან დღემდე “საკმარისზე მეტი” მიგრანტი შემოედინება ევროკავშირში. ევროკავშირის აზრით, თურქეთიდან ევროპაში მიგრანტების რიცხვი “საგრძნობლად უნდა შემცირდეს”.

ამასთანავე, ევროკავშირი მიესალმება პროგრესს, რომელიც ანკარასთან იყო მიღწეული “ლტოლვილების მიღების ჰუმანიტარული ხასიათის გამო”. ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მარტის დასაწყისში რიგგარეშე სამიტის ჩატარებაზე, სადაც თურქეთიც მიიღებდა მონაწილეობას, რადგანაც თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს 18 თებერვლის ბრიუსელის ვიზიტი, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო გადაიდო.

ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე მოწოდება გააკეთეს “შეწყდეს არაკოორდინირებული” ზომები და ე.წ. “ბალკანეთის მარშრუტზე” არსებული განუკითხაობა.
ამასთანავე, გაერთიანების ქვეყნების განცხადებაში ასევე აღნიშნულია შენგენის სასაზღვრო კოდექსის ამოქმედების შესახებ, ასევე, ხაზი აქვს გასმული იმას, რომ შენგენის ქვეყნებმა არ უნდა შემოუშვან ისეთი მიგრანტები, რომლებიც “მიღების პირობებს არ იცავენ, ან ადრე არ განუცხადებიათ თავშესაფრის მიღების შესახებ, თუმცა ამის საშუალება ჰქონდათ”.

ამასთანავე, ევროკავშირი თვლის, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა “ბალკანეთის მარშრუტზე” არსებული მიგრანტებისთვის. გაერთიანების აზრით, აუცილებელია განიხილოს ინიციატივა “ევროპული სასაზღვრო და საზღვაო დაცვის” შესახებ, რომ “ახალი სისტემა რაც შეიძლება მალე იქნას ამოქმედებული” – ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელების განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2016 15:24