ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 20:44

ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც მიმართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვისკენ. ევროკავშირი და სხვა მთავარი დამკვირვებლები არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას შერჩევის პროცესის ხარვეზებთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნული კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის აუცილებელი დასკვნის გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებში იყო მოსალოდნელი. ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროცესისადმი საზოგადოების ნდობა გაზრდილიყო.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო შერჩევის პროცესის წესებს სამომავლოდ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ჭრილში.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების დაცვა არის საკვანძო საქართველოს სანდოობისთვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის განვითარებისთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 20:44