ევროკავშირი რუსულ პროპაგანდისტულ მედიებსა და კრემლთან დაახლოებულ პირებს სანქციებს უწესებს

ევროკავშირის სანქციების ახალი, მეცხრე პაკეტი რუსი პროპაგანდისტული მედიის მუშაკებისა და კრემლთან დაახლოებული ხელოვანების მიმართ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ამის შესახებ, გამოცემა EUobserver იტყობინება, რომელიც სანქციების პროექტს გაეცნო.

სანქციების სიაში 144 პირს შორის არიან რუსი ტელეწამყვანები ბორის კორჩევნიკოვი და მარინა კიმი, მომღერალი გრიგორი ლეპსი, ბლოგერი დიმიტრი პუჩკოვი, რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი და პოლიტოლოგი და წამყვანი სერგეი მიხეევი.

ასევე, შეზღუდვები დაწესდება რუსული ტელეკომპანიის Ren TV-სა და TVNovosti-ის ხუთი ხელმძღვანელის მიმართ (იურიდიული პირი, რომლის უკან, რუსული უცხოური სამაუწყებლო არხი, RT იმალება).

ევროკავშირში სახელმწიფო მედია ჰოლდინგების: VGTRK-ისა და ნაციონალური მედია ჯგუფის, TV Novosti-ის აქტივები, ასევე სტრატეგიული კულტურის ფონდი, რომელსაც ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური გამოიყენებს, გაიყინება.

გარდა ამისა, სამ რუსულ არხს – NTV / NTV Mir, Rossiya 1 და REN TV – ჩამოერთმევათ ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობის ლიცენზია “ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მანიპულირების” გამო, რათა გაამართლონ უკრაინის წინააღმდეგ ომი და ევროკავშირის ქვეყნების დესტაბილიზაცია მოხდეს.

ასევე, EUobserver-ის თანახმად, სანქციები გამიზნული იქნება კოვალჩუკების ოჯახის ოთხ წევრზე, რომლებიც ფლობენ მედიასა და სოციალურ მედია კომპანიებს და არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრები.

ერთ-ერთი მათგანი, ტატიანა კოვალჩუკი, არის “რუსეთის მესამე უმდიდრესი ქალი 600 მილიონი დოლარის ქონებით და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე სათხილამურო კურორტის იგორას თანამფლობელი, “სადაც პუტინის ქალიშვილმა ქორწილი აღნიშნა”, ნათქვამია ევროკავშირის დოკუმენტებში.

EUobserver ასევე, ადასტურებს, რომ სანქციების სიაში არიან ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ორი ქალიშვილი და ბიძაშვილი, ასევე რუსეთის მთავრობის მინისტრები, დეპუტატები, სენატორები, რეგიონის გუბერნატორები, სამხედრო ჩინოვნიკები და ოფიციალური პირები.

ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, ევროკომისიამ გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის გამო სანქციების მეცხრე პაკეტი, რომელიც წევრ ქვეყნებს დასატკიცებლად შესთავაზა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი წინააღმდეგი იყო ანტირუსული სანქციების დაგეგმილ ახალ პაკეტს.

მანამდე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე ჯერ არ შეთანხმდნენ, შესაძლოა გადაწყვეტილება ორშაბათს საღამოს იყოს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო – მისი, ალბათ, „ქოსატყუილასაც“ კი შეშურდებოდა – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „ოპოზიცია რეალურად არ არის მოწადინებეული პრინციპული ცვლილებებისთვის“