ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეეხებოდა.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც არის უფრო ფართო კონტექსტის შემადგენელი ნაწილი. ევროკავშირი, როგორც ყოველთვის, სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს საერთო სასამართლოების კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : წინა სხდომაზე გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია ოპოზიციისთვის თავის ტკივილი იყო