ევროკავშირი გეგმავს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი შეისწავლოს

ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. მათი აზრით, რუსებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება ევროპაში დაისვენონ, მაშინ, როცა მოსკოვი აგრძელებს ომს უკრინაში.

Deutsche Welle წერს, რომ ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

ესტონეთისა და ფინეთის ლიდერების მხრიდან მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა.

შენგენის ზონის ვიზიტორებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ მის 26 ქვეყანაში – ევროკავშირის 22 ქვეყანაში, ასევე ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. გარდა ამისა, დამატებით 19 ქვეყანა ასევე იღებს უცხოელებს, რომლებიც მოგზაურობენ შენგენის ვიზით.

ფინურმა მაუწყებელმა YLE-მ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა კომპანიებმა დაიწყეს ავტობუსითა და მანქანით მგზავრობის შეთავაზება სანკტ-პეტერბურგიდან ჰელსინკისა და ლაპენრანტას აეროპორტებში, ფინეთში. ამ აეროპორტებს პირდაპირი კავშირები აქვთ ევროპის რამდენიმე მიმართულებასთან.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა საპროკურორო ფუნქციის დამატება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, მზად ვართ, ვიმსჯელოთ – ოხანაშვილი
შემდეგი სტატია“დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ” – რუსი ქურდების ახალი სლოგანია – პოდოლიაკი