ევროკავშირი და აშშ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ

 

ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაპატიმრების გამო, ევროკავშირი და აშშ მოსკოვის წინააღმდეგ კოორდინირებულ სანქციებს ამზადებენ – The Financial Times და Sky News-მა გაავრცელეს. ელოდებიან, რომ ახალი სანქციები 18 თებერვალს ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. სანქციები, მომდევნო ორი თვის განმავლობაში შევა ძალაში, შესაძლებელია, სულაც, მარტის ბოლოდან – ჟურნალისტებს დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სანქციების ინიციატორია ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. სანქციებს, ჯერჯერობით, სამუშაო ჯგუფები განიხილავენ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგრენლანდიაში ყინულის ქვეშ 36 კმ-ის კრატერი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო