გრენლანდიაში ყინულის ქვეშ 36 კმ-ის კრატერი აღმოაჩინეს

ნასას გლაციოლოგებმა, გრენლანდიაში, ყინულის ქვეშ, 36,5 კილომეტრის დიამეტრის კრატერი აღმოაჩინეს. სააგენტოში თვლიან, რომ ეს, შესაძლებელია, მეტეორიტის დარტყმის კვალი იყოს. გასული წლის ნოემბერში, ახალი აღმოჩენიდან 183 კილომეტრში, ჰაიავატას ყინულის ქვეშ, დაახლოებით 30 კილომეტრის დიამეტრის ფორმაცია აღმოაჩინეს, რომელიც, მეტეორიტის დარტყმის შედეგად წარმოქმნილი კრატერი აღმოჩნდა.
კრატერს ორკილომეტრიანი ყინულის მასა ადევს, ამის მიუხედავად, რაიონში გრავიტაციული ანომალიები შეინიშნება – მკვლევარები წერენ, რომელთა აზრითაც, აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი და იშვიათია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისვირინგის ბრიტანელი ოსტატი ყურის და მკერდის მოჭრის და ენის გაჭრის გამო დამნაშავედ სცნეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი და აშშ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ