ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ველოდები დღეს, როდესაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივისცემით მოეკიდებიან

gulis eleqsiri

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მარგარეტ სედერფელტის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კმაყოფილია საქართველოსთან თანამშრომლობით.

მარგარეტ სედერფელტიმ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რატომ არ ეყოლება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებზე.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, ზოგადად, მხოლოდ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებს უწევენ მეთვალყურეობას.

„ჩვენ განვიხილეთ თემები, რომლებიც საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთო ინტერესს წარმოადგენს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კმაყოფილია საქართველოსთან თანამშრომლობით. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვისაც. დიახ, ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების საკითხი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას არ ეყოლება დამკვირვებლები ამ არჩევნებზე, რადგან როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებს ვუწევთ მეთვალყურეობას. ამიტომ, არაფერი უცნაური არ არის იმაში, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არ დავაკვირდებით“, – განაცხადა მარგარეტ სედერფელტიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრისას განიხილეს 2020 წლის არჩვენების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხი და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ელოდება დღეს, როდესაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივისცემით მოეკიდებიან.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ 2020 წლის არჩვენების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გვაცნობა, რომ ეს რეკომენდაციები იმპლემენტაციის პროცესშია. მან ასევე გვაცნობა, რომ პარლამენტი მუშაობს და საკანონმდებლო ორგანოში ყველა პარტია არის წარმოდგენილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი დაფიქსირებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც. ველოდები დღეს, როდესაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივისცემით მოეკიდებიან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის, მხარი დაუჭირონ ქვეყნებს, რათა მათ ჰქონდეთ უფლება საკუთარ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მარგარეტ სედერფელტიმ.

წინა სტატიაშიჯაფარიძე “ოცნებას” – 19 აპრილის შეთანხმებას ეწოდა „საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა“ და თქვენ ვერ გააუქმებთ ამ რუკას
შემდეგი სტატიაგოგი წულაია – 0 ლარით ვიწყებ ბრძოლას არჩევნებში, ოფისი ნისიად ავიღე