გოგი წულაია – 0 ლარით ვიწყებ ბრძოლას არჩევნებში, ოფისი ნისიად ავიღე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გოგი წულაია ამბობს, რომ პარტიის ოფისი ნისიად იქირავა. მისი თქმით, ბრძოლას 0 ლარით იწყებს, რადგან “ოცნება” ბიზნესს ატერორებს, რომ ოპოზიციამ დაფინანსება ვერ მიიღოს.

“ერთადერთი თავმჯდომარე ვარ საქართველოში პარტიის, რომელიც 0 ლარით იწყებს ბრძოლას არჩევნებში და ერთადერთი ვარ მგონია, ნისიაზე პური გამოტანა მინახია, არაყს რომ გამოატან მინახია, ოფისი გაგიგიათ ნისიაზე?! პარტიული ოფისი ავიღე ნისიაზე. ვისთანაც მივდიდიოდი ვთხოვდი, რომ დამეხმარე, ამ ქალაქის გამო ვიბრძვი, შენ გაქვს ბიზნესი ამ ქალაქში და ეგ ბიზნესი რომ განვითარდეს, ქალაქი თუ არ განვითარდა და მოქალაქე თუ არ გადარჩა, რა ჩემ ფეხებს განავითრებ ბიზნესს. ყველა თითქმის ხვალ მოდი, ზეგ მოდი, მეორე დღეს დაურეკავ ბათუმში ვარ..ესე იგი უკვე იციან ვისთან მივდივარ, ვის ვთხოვ რამეს, უკვე აფრთხილებენ ყველას, სრული ტერორი მიდის”, – თქვა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ველოდები დღეს, როდესაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივისცემით მოეკიდებიან
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე კობახიძეს – „გამოხვალთ ქუჩაში“, „წახვალთ სახლში“, ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით