,,ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე მივაწოდეთ ინფორმაცია”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2017 16:03

,,ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე მივაწოდეთ ინფორმაცია”

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო დღეებში თბილისის საკრებულოში და მერიასთან განვითარებულ მოვლენებზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. სწორედ ეს მისია გახლავთ ყველაზე მრავალრიცხოვანი, რომელიც 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რომელიც უკვე დაფიქსირებულია წინასაარჩევნო პერიოდში. დამატებით კიდევ გადავუგზავნით დარღვევების შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს. ასევე ყურადღება გავამახვილეთ ბოლო დღეებში თბილისის საკრებულოსა და მერიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან არჩევნების გაყალბება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2017 16:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics