ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ მოიპოვა. თუმცა, ეგზიტპოლების მონაცმებით, სოციალისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობით მმართველი, კონსერვატორები შეავსებენ, თუმცა მათ სოციალისტებმა აბსოლუტური მმართველობის შანსი წაართვეს.

ეგზიტპოლების მიხედვით, პრემიერ მარიანო რახოის პარტიამ 350 კაციან პარლამენტში, დაახლოებით, 124 ადგილი მოიპოვა. ამგვარი შედეგებით კი ესპანეთში მოსალოდნელია კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება, რაც ორ ძალას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირას გასტანს.

banner
წინა სტატიაში“პორტა-ბათუმი თაუერი”-ს მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
შემდეგი სტატია,,მის სამყაროს” სკანდალური ფინალი და შეცდომით გამოცხადებული გამარჯვებული (+ვიდეო)