,,ეკლესიას არა თუ აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო”

ექპერტი გია ხუხაშვილი თვლის რომ კანაფის კულტივაციის თემაზე  ეკლესიის მხრიდან პოზიციის გამოხატვა არათუ საჭირო არამედ სავალდებულოც კი იყო. ხუხაშვილმა აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალური ქსელით გაავრცელა.

,,ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ეს გასაგებია. ამასთანავე, უნდა გავერკვეთ, რა ითვლება პოლიტიკაში ჩარევად?
კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს და შესაბამისად ეკლესიას არა თუ აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო.
პოლიტიკაში ჩარევაა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, მასზე მუშაობა, საგარეო კურსის განსაზღვრაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, უსაფრთხოების საკითხებში ჩარევა და ა.შ”- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტი გაზრდილია 7,4 ათასი ტონით,
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება