,,ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე კავშირს”-ამერიკული „რკინის შუბი“ საქართველოში

ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე კავშირს- აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე Javelin-ის შესყიდვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის თავდაცვითი სისტემა და ვერ იქნება გამოყენებული ვერცერთი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ჯავშანსაწინაღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოყენება ვერცერთი ქვეყნის წინააღმდეგ,“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა.

საქართველო აშშ-ისგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს.

Javelin-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გარიგებას მხარი დაუჭირა. საუბარია 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე.

Javelin პირველად საქართველოში 2017 წლის სექტემბერში გამართული მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ (Nobel Partner) დროს ჩამოიტანეს.

 

banner
წინა სტატიაში“ენმ”- მ და “ოცნება”- მ კაბინეტები ვერ გაინაწილეს – ბათუმის საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიადემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში უკუსვლაა-კანდელაკი ევროპელ კანონმდებლებს