ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიულ პრინციპებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმიანება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებასა და 17 აპრილს მისი პირველი მოსმენით მიღებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა წინა ღამით თბილისის ქუჩებში მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე.

“ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიულ პრინციპებს და ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ასევე სერიოზული უკუსვლაა სამოქალაქო თავისუფლებების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების მიმართულებით საქართველოში, ასევე ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამ ფაქტის მის უმსგავსო და კრიმინალურ საქციელთან დაკავშირება მხოლოდ სპეკულაციაა – წილოსანი ელისაშვილზე
შემდეგი სტატიაქალები ვირჩევთ ევროპას – შაბათს ქალთა მარში იქნება