„ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ გაჭიანურდეს კარვების გაშლის თემა” – სარალიძე

სამართალდამცველები შვილმკვდარი მამების წინააღმდეგ – ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველზე, კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ.

პოლიცია ამტკიცებს, რომ მათ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, თუმცა ეს მტკიცებულებები სამართალდამცველებს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენიათ.

ძალოვანები აცახდებენ, რომ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს და მოსამართლე მტკიცებულებებს გრიფით საიდუმლო რეჟიმში მიიღებს. მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს ჩატარდება.

ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს კანონის დარღვევაში და პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

„ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ გაჭიანურდეს კარვების გაშლის თემა. ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული კარვების გაშლა,“-ამბობს სარალიძე.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ შს სამინისტროს არ აქვს უფლება აკრძალოს პარლამენტის წინ კარვების გაშლა. სალაძის თქმით, კანონში არსად წერია, რომ ტროტუარზე კარვების გაშლა არ შეიძლება.

„ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს ეზღუდება უფლება, მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს პროტესტი“-ამბობს სალაძე.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკში სპილო ”გრანდისთვის” ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს