,, ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ”

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ბრიუსელში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს.
როგორც ჯაფარიძის განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველო გადაჭრით აღიარებს დასავლურ კურსს, მის იდეალებსა და ფასეულობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს.

“დღეს ბრიუსელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უსასტიკესი ტერორისტული აქტები განხორციელდა. არის უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად განვიცდით ამ უმძიმეს ტრაგედიას. ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ. საქართველო გადაჭრით აღიარებს დასავლურ კურსს, მის იდეალებსა და ფასეულობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს. ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. დღეს მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები საუდის არაბეთში, სადაც მასპინძელ მხარესთან ერთად მკაცრად დავგმეთ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს და სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ. მსოფლიომ უნდა გააგრძელოს ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ”, – ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.

ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს ბოლო მონაცემებით 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 230-ზე მეტი მოქალაქე კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი: “დაიკეტოს ევროკავშირის საზღვრები და გაიგზავნოს იქ რუსული სპეცრაზმი”
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” გერმანიას ემუქრება