ეს იყო ძალის გადამეტებული გამოყენება – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, ხელისუფლების ნაბიჯი მართებული არ იყო და პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

“ეს იყო ძალის გადამეტებული გამოყენება, როდესაც ადამიანები სხედან გაყინულები და მშვიდობიანი პროტესტის გზას მიმართავენ, ვერ ვხვდები ასე რატომ უნდა მოექცე, გამოიყენო წყლის ჭავლი, შემდეგ კი დააპატიმრო,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები აქციების შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ ბიძინა ივანიშვილი დანაპირებს არ შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმელებს ავალებენ საკუთარი ოჯახის და საკუთარი თვისტომის წინააღმდეგ იბრძოლონ – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა კახეთში – ხანძარს 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა