“ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება” – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე საუბრობს

უნიათო ფაშისტი – ასე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს და დაფინანსებას ეხება.

კობახიძე ამბობს, რომ გვარამიამ მოღალატეები უწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს დააფინანსებს, რისი მიზეზიც, კობახიძის აზრით, პოლიტიკური რეიტინგებია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შესაძლოა მერეო ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა, ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოებისა და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში,.

ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციებზე, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს ხალხისა და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშია”-აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ ნიკა გვარამიას პირად სივრცეში გამოთქმული აზრის გამო მესამე სექტორის წარმომადგენლები გააკრიტიკებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა და საზოგადოებას მოუწოდა, არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია.

განცხადება ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც სამ დღეში სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირულმა თანხამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა. შემომწირველებს შორის კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმა , ალექსანდრე ივანიშვილი და ჩაჩავასა და ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმები აღმოჩნდნენ.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი ვინც ეხმარება სალომე ზურაბიშვილს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, უნდა მოექცეს საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანა ვერ ვითარდება და არ განვითარდება თუ იქნება ერთი დიდი თავკომბალა თბილისი და ირგვლივ სიცარიელე“ – ზურაბიშვილი ლაგოდეხში ამომრჩეველს შეხვდა
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს