“ქვეყანა ვერ ვითარდება და არ განვითარდება თუ იქნება ერთი დიდი თავკომბალა თბილისი და ირგვლივ სიცარიელე“ – ზურაბიშვილი ლაგოდეხში ამომრჩეველს შეხვდა

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეგიონის განვითარების აუცილებლობაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილი მოსახლეობას ხელისუფლებასთან მედიატორის როლის შესრულებასაც დაჰპირდა. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ადმინისტრაციაში რეგიონების განყოფილება და ცხელი ხაზი შეიქმნება. საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს შეხვედრებს უკვე სიღნაღსა და დედოფლისწყაროში გეგმავს.

„რეგიონები დღეს საქართველოში არის მთავარი პრიორიტეტი. ქვეყანა ვერ ვითარდება და არ განვითარდება თუ იქნება ერთი დიდი თავკომბალა თბილისი და ირგვლივ სიცარიელე,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება” – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე საუბრობს