“ეს გამოძიება აუცილებლად უდნა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და ეს მივა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებამდე”

დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშს პასუხობს.

“გიორგი ტუღუშს უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა სახალხო დამცველობის დროს იმაზე, რაც ხდებოდა ციხეებში, შეიძლება, ამას არ ჰქონოდა ასეთი მასშტაბური ხასიათი მაშინ. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და როდესაც დღეს არასამთავრობოების ნაწილი ითხოვს, რომ უფრო აქტიურად მოხდეს გამოძიება აი იმ სკანდალების, რომელიც შეეხება პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, ეს გამოძიება აუცილებლად უდნა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და ეს ლოგიკური დასასრული მივა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებამდე,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არა ერთხელ შეახსენეს, რომ თავი დაანებონ პოლიტიკურ დევნას.

“საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა. ისინი არაერთხელ გამოეხმაურნენ ამ საქმეებს და საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ შეახსენეს, რომ თავი დაანებონ პოლიტიკურ დევნას”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი მარტის დასაწყისში მოსკოვში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაბრიუსელში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა