აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი მარტის დასაწყისში მოსკოვში იმყოფებოდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი მარტის დასაწყისში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არტიომ სირომოლოტოვმა “ინტერფაქსთან” საუბრისას განაცხადა.

“ის, რომ ბრენანი იყო აქ, გასაიდუმლოებული არ ყოფილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ის არ მოსულა. ზუსტად ვიცი, რომ ის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში და კიდევ სადღაც იმყოფებოდა”, – განაცხადა სირომოლოტოვმა. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბრენანის ვიზიტსა და სირიიდან რუსეთის ჯარის ნაწილის გაყვანას შორის კავშირი არ არის.

გასული კვირის ბოლოს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც იმყოფებოდა, რომელმაც ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი სირიის საკითხზე კონფრონტაციიდან დიალოგზე გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს
შემდეგი სტატია“ეს გამოძიება აუცილებლად უდნა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და ეს მივა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებამდე”