“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია”- იან კელი კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს თავიდანვე მოუწოდებდნენ გამოძიების ბოლომდე მიყვანისკენ.
,,მთავარია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი განვითარებაა. რამდენადაც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი. ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალის წარდგენა მოხდა. ეს არის მთავარი”,- აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს
შემდეგი სტატიაკოღუაშვილი: ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი “ქართული ოცნების” გამარჯვებაში