ეს დაბრალებული ლიდერები თამაშობენ მერე სახლობანას – ბესელია კობახიძეზე

დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ და საკადრო შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, პარლამენტი არის ორგანო, რომელსაც გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსი სჭირდება, ირაკლი კობახიძე კი გამოუცდელი პოლიტიკოსია.

„ერთ-ერთი შეცდომა არის უთუოდ. ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, ისევე როგორც სხვა საკადრო გადაწყვეტილებები, რამაც აჩვენა, რომ ვერ გაამართლა პრაქტიკაში. პარლამენტი სამართავად ყველაზე რთული ორგანოა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, მას სჭირდება გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსი და არა ისეთი გამოუცდელი ადამიანი, რომელიც პირველ საჯარო სამსახურს ამ თანამდებობაზე იწყებს. აღმოჩნდა კიდევ ეს დაბრალებული ლიდერები როგორ თამაშობენ მერე სახლობას და ამასობაში, ქვეყანას ადგება ზიანი და მე არ მცალია იმისთვის, რომ ამ თამაშს და ამ სახლობანათი როგორ ერთობიან, ამას ვუყურო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე რამდენიმე დღეში განაცხადებს, რჩება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები ახალი ფრაქციის შექმნაში ხელს უშლიან