ეს არის ზეწოლა, თუ ეს არის რეკომენდაცია? – ნოდარ ჯავახიშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს

შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების განცხადებებს დღეს მთავრობის წევრები აფასებენ.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს, შესაძლოა, რეკომენდაცია ზეწოლაში ერევა. ასეთი რეკომენდაციები კი, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას მასაც ხშირად მიუღია.

„აბსოლუტურად არ მგონია, რომ ელისაშვილს ტყუილის თქმა დასჭირდა, მაგრამ ვინ როგორ აფასებს ამას. ეს არის ზეწოლა, თუ ეს არის რეკომენდაცია? არის შემთხვევა, როცა მე თვითონაც მქონია, მაგალითად მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, კოლეგა ან სხვა ადამიანი მთავაზობს რომელიღაც ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდას. ახლა მე შეიძლება ეს ჩავთვალო ზეწოლად, მაგრამ მე ამას ვღებულობ დიდი მადლობით, რომ ისიც ფიქრობს ჩემზე, რომ სამინისტროს კადრები სჭირდება,“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოდი რაა, დაველოდოთ გამოძიებას – სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატიასაყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები მიხეილ გიორგაძეს უპირისპირდებიან