“ეს არის უგულვებელყოფა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების” – მესამე სექტორი 28 ნოემბერს ჩანიშნულ არჩევნებს ეხამურება

არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევენ. სამოქალაქო სექტორი თვლის, რომ ამით სახელმწიფომ მოქალაქეთა ინტერესები უგულველყო. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ცესკო-ს უნდა გაეთვალისწინებინა მათი რეკომენდაციები და არჩევნების თარიღი არა შუა კვირაში, არამედ კვირის ბოლოს უნდა დაენიშნა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის სამწუხაროდ უგულვებელყოფა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ინტერესის. ეს ეხება ორ ჯგუფს, ერთი ჯგუფი, რომლებიც არიან ემიგრანტები. მეორე ჯგუფი, რომელსაც სერიოზული პრობლემა ექმნება ეს არის საქართველოში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით ცხოვრობენ,“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება