ეს არის წინასაარჩევნო აფიორა და ივანიშვილი ვალებში არანაირი მილიონების გადახდას არ აპირებს – ზაალ უდუმაშვილი

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ვალების განულების შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას წინასაარჩევნო აფიორას უწოდებს.
მისი თქმით, ივანიშვილი არანაირი ვალების გამოსყიდვას არ გეგმავს და არანაირი მილიონების გადახდას არ აპირებს ამ ვალებში.

“ბიძინა ივანიშვილი არანაირი ვალების გამოსყიდვას არ გეგმავს და არანაირი მილიონების გადახდას არ აპირებს ამ ვალებში. ის პირდაპირ მივიდა და და დაიწყო რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკეტი. რეალურად ჩვენ მივიღეთ ის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო აფიორა, ოღონდ მინდა ყველა გავაფრთხილო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომ ბიძინა ივანიშვილის ფოჩიანი კანფეტების საქართველოს მოსახლეობას დიდი ხანია აღარ სჯერა” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

banner
წინა სტატიაშიზეწოლა მუქარა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო დარღვევებს აჯამებს
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში