რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი მოსამართლეებისთვის „სილის გაწვნაა”.
ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლება თავი შეიკაოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობაში ნებისმიერ სახის ჩარევისგან.
„ეს არის სილის გაწვნა იმ მოსამართლეების, იმ 9 მოსამართლისთვის, რომლებიც ერთ დღეში შეიკრიბნენ და ერთი ხელის მოსმით სურდათ, რომ წერტილი დაესვა ქვეყნისთვის, მართლმსაჯულებისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.