ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ 8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება.

”თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა თეა წულუკიანმა. სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს”, – აცხადებს კახიძე.

banner
წინა სტატიაშიეს არის სილის გაწვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის – R 2 -ის ადვოკატი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვაზე ალაპარაკდა