„ეს არის სერიოზული პოლიტიკური პროცესების დასაწყისი“ – სალომე სამადაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ 16 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე გამაერთიანებელი გზავნილები უნდა გაჟღერდეს.
„ჩემი სურვილია, რომ შევუერთდე აქციას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე იყოს ისეთი გზავნილები, რომელიც ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს არის სერიოზული პოლიტიკური პროცესების დასაწყისი, რომელსაც ექნება ლოგიკური გაგრძელება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, აქციაზე სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა.

სამადაშვილის განცხადებითვე, კარგი იქნება, რომ ამ მოთხოვნების უკან გაერთიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

სამადაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას სრულად იზიარებს. .

“ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და სალომე ზურაბიშვილი არ იქნება დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი”- აცხადებს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო თვალსაზისით