“ეს არის სააკაშვილის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება” – სამადაშვილი ვოლსკის პასუხობს

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. ოპოზიციის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წევრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვების არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის განცხადებები ევროპის კოლონიალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკის გამეორებაა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ გამოსვლაზე, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხებოდა. სამადაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოსვლა მიმართული იყო იქითკენ, რომ უკრაინელებმა და ქართველებმა თავიანთი პოტენციალი საკუთარ ქვეყნებში გამოიყენონ.

„ეს არის სააკაშვილის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება. მან ძალიან ნათლად თქვა, რომ რუსეთი არის უკრაინის მტერი და ევროპა და დასავლეთი არის უკრაინის მოკავშირე და უკეთესი მოკავშირე უკრაინას არ ჰყავს. ამავე დროს მან თქვა ის, რომ უკრაინის განვითარება და უკრაინის სახელმწიფოს განვითარება არის უკრაინელი ხალხის საზრუნავი და შესაბამისად, ამაზე თავად უკრაინელებმა უნდა იზრუნონ და ამაზე ვერ იზრუნებს ვერც დასავლეთი.

„იყო ნახსენები ისეთი ტერმინები, რომელსაც მე არ ვახსენებდი გამოსვლაში, მაგალითად, კოლონიალიზმზე საუბარი, ჩემი აზრით, კონტექსტიდან ამოვარდნილია. შესაბამისად, გახდა შესაძლებელი, რომ ამ სიტყვის უტრირება მოხდეს და მისთვის სხვა მხრიდან მოებას ყური. რეალურად სააკაშვილის მოწოდება იყო, თუ შეიძლება ითქვას, ნაციონალისტური ხაზით მიმართული, რომ მოდით უკრაინელებმა, ქართველებმა საკუთარი პოტენციალი დავხარჯოთ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და არა ევროპაში, სადაც დიახ, მართლაც დგას დემოგრაფიული გამოწვევა,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რუმინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს
შემდეგი სტატია16-18 აპრილს საქართველოში ამინდი გაუარესდება