ეს არის პოლიტიკური დევნა – მაია რჩეულიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

ცენტრ პოინტის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის პირველ კომენტარს აკეთებს.
მაია რჩეულიშვილის თქმით, უკვე დაკავებულია კომოპანიის ორი თანამშრომელი – გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი. ასევე დაკავების ორდერია გაცემული მისი შვილის – გუკა რჩეულიშვილის მიმართ. კომპანიის დამფუძნებელი განვითარებულ მოვლენებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებას უკავშირებს.
„ეს არის პოლიტიკური დევნა დ სხვა არაფერი. ეს საქმე თავიდანვე დაინტერესებულმა მხარემ წარმართა ცენტრ პოინტის წინააღმდეგ,იჭერენ გუკას, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 10 კაცი შევიდა, 10 კაცი… გუკა აკეთებს ,,ოუფენიარს“, სამდღიან კონცერტს ლისის ტბაზე, უბრალოდ იქ იყო გასული და არ დახვდათ სახლში. ეხლა არ ადასტურებენ? ეტყობა არ მოსწონთ ფაქტი. ახლაც იქ არის პროკურატურა და იქ არის ვახოც, ლელას სახლში იმყოფებიან დაკავება პოლიტიკურ დევნას უკავშირდება. წინა მთავრობის დროს იყვნენ ანგაჟირებული ჯგუფები, რომელბიც ჩემს დას უწყობდნენ პროვოკაციას. ამ ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ დღევანდელი უმაღლესი თანამდებობის პირები. უნდა ჩავთვალოთ რომ ეს იყო მათი წინასაარჩევნო გეგმის ნაწილი. ჩვენ არასოდეს არ გვინდოდა პოლიტიკასთან შეხება და არ ვაკეთებდით ამ განცხადებებს. შეთითხნილი იყო საქმე, მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ ვინ დასდევდა რუსუდანს. თინა ხიდაშელი აკრავდა პლაკატებს. არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, დაინტერესებული პირი იყო.” – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტერაქტი თურქეთში – დაღუპულია 2 სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს