“ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა,” – კახა კალაძე “გაზპრომზე” საუბრობს

კამათი იყო ენერგეტიკის მინისტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე. კახა კალაძე ექსპერტებს აწვდიდა ინფორმაციას გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. მინისტრის თქმით, საუბარი ყეველა თემას შეეხო და ყველა კითვაზე ამომწურავი პაუსხი იქნა გაცემული და თუ რამე კითხვები დარჩა კალაძის თქმით “ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა.”

“თუ კიდევ ვინმეს დარჩა რაიმე პასუხგაუცემელი თემა არ ვიცი, ყველაფერზე ვისაუბრეთ. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი იქნა გაცემული ჩვენი მხრიდან. ნამდვილად საწყენია თუ რომელიმე მათგანი გამოვიდა და კიდევ საუბრობს კითხვების პასუხგაუცემლობაზე, ეს აშკარად მიუთითებს იამზე, რომ ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა, არავის არ აინტერესებს რეალური მდგომარეობა,”- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხეები“
შემდეგი სტატია„ივანიშვილის კომპანიის წარმომადგენლები იკავებენ მთავრობის წევრების თანამდებობებს,” – ირაკლი აბესაძე