ეს არის დასტური, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება სწორი იყო – ოპოზიცია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება საქართველოს ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე და ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიაზე საუბრობს, ოპოზიცია ეხმაურება. როგორც საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიის მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო:
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი პრინციპულად სწორი ნაბიჯი იყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება და რომ გასაგრძელებელია ამაზე მუშაობა. შესაყვანი გვყავს არა მარტო მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალების უშუალო წარმომადგენლები, რომლებიც ხელს აფარებდნენ ამას“- აცხადებს გიგა ბოკერია.
სიაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, სწორ ნაბიჯებზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გააქტიურდეს.
„რუსეთი არის ჩვენი დეკლარირებული მტერი. ყველა სწორ ნაბიჯს ის შეაფასებს უარყოფითად და ეს მოსალოდნელია. აუცილებელია, რომ ოკუპანტისგან თავი დავიცვათ პრინციპული პოზიციით. ეს სიაც სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არის გაკეთებული და დანარჩენი ყველა საერთაშორისო რადარებზე, საიდანაც ახლა ჩამოვარდნილები ვართ, საქართველოს დაბრუნება,”-ამბობს ნიკა რურუა

banner
წინა სტატიაში“შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის” – შსს-სთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაკალანდია და ადვოკატი სასამართლოზე არ მივიდნენ